სიახლე GeOlymp 2013 - დასწრებული ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ჯეოლიმპის მეხუთე რაუნდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც ამ სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ უნივერსიტეტს და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებას, განსაკუთრებით კი ქალბატონ ნინო ტყეშელაშვილს და ბატონ კობა გელაშვილს ჩვენი მხარდაჭერისთვის, კეთილი სურვილებისა და ასევე გადაღლილი ჯეოლიმპელების ტორტით გამასპინძლებისათვის :)

რაუნდის შემდეგ, ტრადიციულად, ამოცანების და ალგორითმების გარჩევა ჩატარდა ელდარ ბოგდანოვის მიერ. დასწრებული ტურის 21 მონაწილეს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ გაბისონია, მეორე ადგილზე ბექა ბარბაქაძე, ხოლო მესამეზე - ზურაბ კუცია.


GeOlymp at Tbilisi State University

GeOlymp at Tbilisi State University

GeOlymp at Tbilisi State University

სრული ფოტო ალბომის ნახვა შესაძლებელია ჩვენს Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე რაუნდის ამოცანები გასულ ეპიზოდებთან შედარებით რთული გამოვიდა. თუმცა იმედია, ეს მონაწილეების დიდ იმედგაცრუებას არ გამოიწვევს და upsolving-ში გააგრძელებენ ამოხსნების ბოლომდე მიყვანას, რადგან რამდენიმე ნამდვილად საინტერესო იდეა იყო ახალ ამოცანებში და ჩვენი ფორუმიც ღიაა თქვენთვის.

დასწრებული ტურის სრული შედეგები ასე გამოიყურება:

ადგილი მონაწილე A B C D E სრული საჯარიმო დრო
1 ნიკოლოზ გაბისონია (Tbilisi SU) +
(00:08:49)
+
(00:22:41)
+
(00:50:43)
-5 3 01:22:13
2 ბექა ბარბაქაძე (Tbilisi SU) +1
(00:15:09)
+
(00:34:03)
+
(00:44:50)
3 01:54:02
3 ზურაბ კუცია (Tbilisi SU) +1
(00:20:21)
+
(00:33:23)
+2
(01:23:09)
3 03:16:53
4 გიორგი შავგულიძე (Tbilisi SU) +2
(00:43:37)
+1
(00:37:12)
+2
(01:41:35)
3 04:42:24
5 მარიამ დოლიაშვილი (Tbilisi SU) +3
(01:57:06)
+2
(01:23:06)
+1
(01:48:35)
3 07:08:47
6 გივი არაბიძე (Tbilisi SU) +
(00:33:47)
+1
(01:21:32)
2 02:15:19
7 ზურაბ ისაკაძე (Tbilisi SU) +1
(00:53:41)
+2
(01:05:50)
-1 2 02:59:31
8 გიორგი ფეიქრიშვილი (Tbilisi SU) +
(00:32:55)
+3
(01:44:40)
-2 2 03:17:35
9 დავით ცხონდია (Tbilisi SU) +
(00:47:10)
-1 1 00:47:10
10 გიორგი რუხაია (Tbilisi SU) +
(00:52:39)
-1 1 00:52:39
11 სოფიო ჩიქვინიძე (Tbilisi SU) -3 +1
(01:05:56)
1 01:25:56
12 ვილიამ სააკიანი (Tbilisi SU) -5 +
(01:43:41)
1 01:43:41
13 ნატალია ნებულიშვილი (Tbilisi SU) -6 +1
(01:36:12)
1 01:56:12
14-21 გიორგი ღუღუნიშვილი (Tbilisi SU) -7 0 00:00:00
14-21 ირაკლი გოცირიძე (Tbilisi SU) -3 -1 0 00:00:00
14-21 გურამ მაზანაშვილი (Tbilisi SU, Mziuri) -1 0 00:00:00
14-21 მერაბ მალიშავა (Tbilisi SU) -1 0 00:00:00
14-21 გიგა ჩალაური (Tbilisi SU) -3 0 00:00:00
14-21 რატი დევიძე (Tbilisi SU) -1 -2 0 00:00:00
14-21 ნათია დოლიაშვილი (Tbilisi SU) 0 00:00:00
14-21 გია ნებიერიძე (Tbilisi SU) 0 00:00:00
სიახლე GeOlymp 2013 - მეხუთე ეპიზოდის ანონსი

2013 წლის 8 ივნისს 14:30 საათზე დაიწყება ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის მეხუთე ეპიზოდი. შეჯიბრის ხანგრძლივობა 2 საათია. შესაძლებელია Pascal, C/C++, C#, Java, PHP, Python და Perl პროგრამირების ენების გამოყენება. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

ინტერნეტ რაუნდის პარალელურად ჩატარდება დასწრებული ტური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობისთვის ვიწვევთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მსურველებმა 6 ივნისის ჩათვლით აუცილებლად უნდა შეავსონ უნივერსიტეტის ონლაინ ფორმა ამ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1YBhtz8AwucENjt8KL3H_zie2Iex3oTNwb40zL95L4CU/viewform

შეჯიბრის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა გამოცხადდნენ XI (ბიოლოგების) კორპუსის #323 რესურს ცენტრში 14:00 საათზე.

გელით :)

სიახლე GeOlymp 2011 – ფინალი

სერია "GeOlymp Series 2011"–ის ფინალი კვირას, 26 ივნისს გაიმართა. მონაწილეებმა და სტუმრებმა 11 საათისკენ თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე გაეროს აუდიტორიაში, სადაც ოლიმპიადის გახსნა ჩატარდა.


ფინალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულად წაკითხვა
სიახლე 2011 სერიის მეორე ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

როგორც წინა სიახლეებში ვიუწყებოდით, 16 აპრილს ჯეოლიმპის 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასწრებული ტური ჩატარდა, სადაც მონაწილეობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

რაუნდი მიეძღვნა ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.

ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით.

ჯეოლიმპის ლოკალურ ტურში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან 40-ზე მეტმა სტუდენტმა იასპარეზა.

გთავაზობთ მათ შედეგებს, ვინც ამოხსნის პროგრამული კოდი გააგზავნა შეჯიბრის დროს. ეპიზოდის სრული რეიტინგი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp 2011 - მეორე ეპიზოდი

16 აპრილს 12:00 საათზე ჩატარდება 2011 წლის სერიის მეორე ეპიზოდი. შეგახსენებთ, რომ კონტესტში მონაწილეობისთვის საჭიროა კონტესტზე რეგისტრაცია.

რაუნდი ეძღვნება ქართულ საოლიმპიადო სივრცეში 2 წლის წინ მომხდარ უდიდეს მოვლენას. 2009 წლის 21 აპრილს ჩატარდა ACM ICPC 2009 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც პირველად მონაწილეთა რიცხვში იყო საქართველოს წარმომადგენელი. ეს გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი სახელად Tbilisi SU Triumvirate, რომლის შემადგნელობაში იყვნენ ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი და ელდარ ბოგდანოვი, გუნდის ხელმძღვანელი თემურ ზარქუა.

ქართული გუნდი მე-11 ადგილზე გავიდა და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ეს წარმატება, ისევე როგორც ფინალში მოხვედრა, დღემდე რჩება უპრეცედენტო შემთხვევად მთელი კავკასიის რეგიონის მაშტაბით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წარმატებას GeOlymp-ის მონაწილეები მიაღწევთ!


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივ) კორპუსში, მესამე სერვის ცენტრში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 11 საათზე დაიწყება.



სიახლე ”ჯეოლიმპი” თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში

სწავლის პერიოდის დასრულებამდე ჯეოლიმპს კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში ჩაეტარებინა დასწრებული ტური, რომელმაც 19 ივნისს მეოთხე რაუნდის პარალელურად ჩაიარა.

ჩვენი მასპინძელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლდათ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებიდან 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამ რაუნდში მონაწილეთა რაოდენობის თითქმის ნახევარს უტოლდება.

სრულად წაკითხვა
სიახლე GeOlymp Series 2010 - Episode IV

2010 წლის 19 ივნისს 12 საათზე ჩატარდება შეჯიბრებათა ციკლის IV ეპიზოდი.

ყველას, ვინც დარეგიტრირებულია და გააჩნია პაროლი, შეუძლია იგივე გამოიყენოს სისტემაში შესასვლელად, ხოლო ახალმა მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 18 ივნისის ღამის 12 საათამდე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ამ რაუნდის პარალელურად მის ამოცანებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსში ჩატარდება დასწრებული შეჯიბრება თსუ-ს სტუდენტებისთვის. ღონისძიების პროგრამაში არის სატესტო და ძირითადი ტური, ამოცანების გარჩევა და ლოკალურ გამარჯვებულთა დაჯილდოება. დასწრებული ღონისძიება დილის 10 საათზე დაიწყება. დასწრებულ ტურში მონაწილეობის მისაღებად თსუ-ს სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ XI კორპუსის 405-ე აუდიტორიაში 17 ივნისამდე.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...